ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
20.09.2017
უკან დაბრუნება
ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის სამუშაო გამოცდილების გაზიარება იყო. მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ ლიტვურ მხარეს ის ახალგაზრდული პროგრამები და პროექტებიგააცნო, რასაც სამინისტრო წლების განმავლობაში ახორციელებს. სტუმრებმა თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდული ბანაკები და სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოები მონახულეს