შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
16.09.2017
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა ამჯერად სულხან-საბას, ავტომშენებლის, ნიკეასა და გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებს გააცნო. მისი განმარტებით გუნდი, რომელიც ქუთაისის ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს არ იქნება მხოლოდ დაპირებებზე ორიენტირებული და არჩევნების დასრულების შემდეგ ყველა ჩანიშნული პრობლემა იქნება განხილული და მოგვარებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა მოსახლეობას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოუსმინა.