შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა
16.09.2017
უკან დაბრუნება
ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა. სახელობითი დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თავად ვეტერანმა სპორტსმენმა ვაჟა კაჭარავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ოლიმპიელის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა. ვაჟა კაჭარავას ოლიმპიური თამაშების გარდა, მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული, მსოფლიოს ჩემპინატის ბრინჯაოს მედალი და არაერთი ინდივიდუალური პრიზი. დღესვე ვაჟა კაჭარავას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ვეტერან სპორტსმენს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა. მინისტრი ასევე დაესწრო ნაკრების ვარჯიშს. ქალ ფრენბურთელთა გუნდი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთობლივად ჩატარდება. აზერბაიჯანში გაიმართება A,C და D ჯგუფების თამაშები, ხოლო თბილისში 22-24 სექტემბერს ჩატარდება B ჯგუფის ტამაში. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩები “Check in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში შედგება. აღნიშბული მასალა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა.