საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი ტრენინგებს ამჯერად, იმერეთის რეგიონში ატარებს
15.09.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი ტრენინგებს ამჯერად, იმერეთის რეგიონში ატარებს.
სასწავლო სემინარები იმერეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და იურისტებისთვის იმართება, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს საოლქო საარჩევნო კომისიის შესაძლებლობები სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე განმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად გამართული აქტების შედგენა და შემოსული საჩივრების განხილვა.
აღნიშნული ტრენინგი უკვე ჩატარდა თბილისში, თელავსა და ბორჯომში, ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარდება.