შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, საკითხი რომელიც პოლიტიკურ პარტიებში კვლავაც განსხვავებულ შეფასებებს იწვევს
15.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, საკითხი რომელიც პოლიტიკურ პარტიებში კვლავაც განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში უკვე განხორციელებული პროექტებით კმაყოფილები არიან. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მიმდინარე წელს წარმატებით აფასებს, მალხაზ ბასილაძე მიიჩნევს, რომ პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ბასილაძის შეფასებას არ იზიარებს ლეიბორისტული პარტიის წევრი სამსონ გუგავა, განსაკუთრებულ ყურადღებას 24 საათიან წყალმომარაგებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაპირება დღემდე არ შეასრულა.