ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ რიგით 187-ე სასწავლო წელი გახსნა
15.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ რიგით 187-ე სასწავლო წელი გახსნა, წლის დაწყება ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნა.
აკაკი წერეთლის სახელობის N 1-მა საჯარო სკოლამ წელს 176 პირველკლასელი მიიღო, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, მხარისა და ქალაქის წამყვანი პირები დაესწრნენ, მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით პირველ და მე-12 კლასელებს მიულოცეს.