ბოლო დროს საქართველოში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა საკანონმდებლო ორგანოში
07.09.2017
უკან დაბრუნება
ბოლო დროს საქართველოში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დღეს საკანონმდებლო ორგანოში.გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში.
ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ხელისუფლება რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.ოპონენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.