შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით გადამოწმება დაასრულა
06.09.2017
უკან დაბრუნება
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით გადამოწმება დაასრულა. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 7521 ოჯახი, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 2738 ოჯახი, იმერეთის რეგიონში კი რეგისტრირებულია 58, 597 ხოლო საარსებო შემწეობას 19 480 ოჯახი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე იმ ოჯახებს ამოწმებს, რომელთა დეკლარაციაში ცვლილებებია ან რომლებიც ახლა დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება ფულად შემწეობას 30 000 სარეიტინგო ქულაზე ოჯახის ყველა წევრი 60 ლარს იღებს, 30 000-დან 57 000 ქულამდე შემწეობის ოდენობა 50 ლარია, 57 000 ქულიდან 60 000 ქულამდე -40 ლარი, ხოლო 65 000 ქულამდე 30 ლარი. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ახალი მეთოდოლოგიით 2015 წლის მაისიდან ხდება.