„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ უქიმერიონისა და კახიანოურის ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამირან კოპალეიშვილი და ელეონორა არჩაია წარუდგინა
06.09.2017
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ უქიმერიონისა და კახიანოურის ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამირან კოპალეიშვილი და ელეონორა არჩაია წარუდგინა.როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა,ქართული ოცნების გუნდმა ქუთაისის ამომრჩევლებს შესთავაზა ისეთი ღირსეული კანდიდატები ,რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის აქტიურად ითანამშრომლებენ მოსახლეობასთან და იქნებიან თითოეული მათგანის ხმა თვითმმართველობაში.გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩევლებან სოციალური საცხოვრისის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული რამდენიმე შენობა შესაძლებელია ქალაქს გადმოეცეს და იქ სოციალური საცხოვრის გაკეთდეს,რაც უსახლკარო ქუთაისელების მდგომარეობას გააუმჯობესებს.