შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა
06.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, ქავთარაძემ მედიასთან კომისიის მუშაობა შეაჯამა, რომელიც სოციალური საცხოვრისისთვის ბენეფიციარებს არჩევს. ვიცე-მერმა ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების შერჩევა მოხდა. ქავთარაძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად შემუშავდა საბოლოო სია, საიდანაც უპირობო შესახლებას 30 ადამიანი დაექვემდებარა. შესახლების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება და საცხოვრებელი ფართით მინიმუმ 250 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალური საცხოვრისისთვის მერიამ 2 500 000 ლარი გამოყო, ასევე იგეგმება დამატებითი ფართის შეძენა, რისთვისაც 1 800 000 ლარის მოძიებაა საჭირო.