შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე იქნება
01.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უკვე მიიღო. როგორც თეატრში აცხადებენ, თბილისიდან ოფიციალური ბრძანება ჯერ არ მისულა. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ თუმანიშვილის თეატრში გადაინაცვლა.