აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები ტაოსა და იმერხევში ჩატარებულ დიალექტოლოგიურ ექსპედიციას მიუძღვნეს. ანალოგიური ექსპედიციები ტაო-კლარჯეთში ყოველწლიურად ეწყობა.სტუდენტებმა დიალექტური მეტყველების ნიმუშები ნაშრომებში ასახეს. სულ 17 თემა იყო წარმოდგენილი.