შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
25.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს 32 სპორტული მოედანი გაკეთდება , სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. სამუშაოები სრულად 950 000 ლარი ჯდება. ამ ეტაპზე 11 მოედანია დასრულებული. ტენდერის თანახმად 32-ვე სპორტული მოედანი წლის ბოლომდე უნდა იყოს გაკეთებული. ქუთაისში ბოლო სამი წლის მანძილზე 83 მოედანი მოეწყო