საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება
25.08.2017
უკან დაბრუნება
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.
როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში აცხადებენ, სკოლები სწავლის დაწყებისთვის მზად არიან, ყველა მოსწავლეს დაურიგდება წიგნები, რომელთა უმეტესობა სრულიად ახალი იქნება, პირველკლასელებს კი სახელმძღვანელოებთან ერთად ბუკებიც გადაეცემათ.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განმარტებით სკოლებს საჭიროებისამებრ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდათ. 9 შენობა კი წლის განმავლობაში კაპიტალურად განახლდება, ასევე მკაცრად გაკონტროლდება სკოლის ბუფეტებში შეტანილი საკვები.