ქუთაისის სპორტის სასახლემ ძიუდოში აკაკი კიბორძალიძის ხსოვნისადმი მიძღვილ ტურნირს უმასპინძლა. მასში 16 წლამდე სპორტსმენები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩაერთნენ. შეჯიბრებაში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ტრადიციულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ის წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა.