შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტემპერატურის მატების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობამ სხვა სეზონებთან შედარებით მოიმატა
21.08.2017
უკან დაბრუნება
ტემპერატურის მატების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობამ სხვა სეზონებთან შედარებით მოიმატა. როგორც ექიმები აცხადებენ წლის ამ დროს გახშირებულია მომართვიანობა. მედიკოსების თქმით სასწრაფო სამედიცინო დახმარებით სხვადასხვა ასაკის პაციენტები სარგებლობენ, განსაკუთრებით კი ის ადამიანები რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. სპეციალისტები მოსახლეობას სიცხეში სიარულისგან თავის შეკავებას და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ურჩევენ.