პანო კოლხეთის ავტორის მეუღლეს ქალაქის თვითმმართველობასთან პრეტენზია აქვს
21.08.2017
უკან დაბრუნება
პანო კოლხეთის ავტორის მეუღლეს ქალაქის თვითმმართველობასთან პრეტენზია აქვს. ქალბატონი სვეტა ნებიერიძე ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ტიპის კაფე-ბარის გახსნა იგეგმება.
სვეტა ნებიერიძე მიიჩნევს რომ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის ობიექტის გახსნა პანოს იერსახეს დაამახინჯებს.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არასატელევიზიო კომენტარში პანო კოლხეთის ტერიტორიაზე კაფე-ბარის გახსნას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტი მერიაში არ არის.
პანო კოლხეთი რომელიც მწვანე თიხით არის შესრულებული 1987 წელს გაკეთდა და ცოტა ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა.