სინოპტიკოსები ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ
19.08.2017
უკან დაბრუნება
სინოპტიკოსები ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ.როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს,კოლხეთის დაბლობის უბსერვატორიის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე აცხადებს,ორშაბათიდან ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს და ცხელი დღეები 24 აგვისტომდე გაგრძელდება.მეტეოროლოგები აგრილებას და ნალექს აგვისტოს ბოლოდან პროგნოზირებენ.წელს საქართველოში ყველაზე დიდი ტემპერატურა ჯერჯერობით იმერეთშია დაფიქსირებული.