ქუთაისში ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი გეგმა განიხილეს
15.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა დღეს მერიის სხდომათა დარბაზში ადგილობრივმა მთავრობამ, სამეცნიერო კავშირ „სპექტრთან“ ერთად წარმოადგინა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხუთ წლიანი გეგმის ფარგლებში , რომელიც 2018-2022 წლებზეა გათვლილი ძირითადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებასა და პრევენციაზეა გათვლილი. გეგმის სტრუქტურა სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებს ემყარება და მასში ყველა აქტივობაა გაწერილი. მთავარი პრეზენტატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ ხელმძღვანელის, ქეთევან ცხაკაიას განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ეროვნულ სტრატეგიაში დასახულ ყველა ამოცანას გაართმევს თავს.