მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში დღეს დავით ჩირაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა.შეჯიბრი ტრადიციულია და მასში მონაწილეობას ნორჩი მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან იღებენ.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს ,მონაწილეები გუნდური პირველობისთვის იბრძოლებენ ტურნირი 25 ნოემბერს დასრულდება. შეჯიბრი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჭადრაკის იმერეთის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.