ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 22% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას,7% „ნაციონალურ მოძრაობას“,3% კი „ევროპულ საქართველოს“ - ასეთია NDI -ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოს მასშტაბით 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით პირდაპირი ინტერვიუს სახით 2 261 მოქალაქე გამოიკითხა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.NDI-ის კვლევები დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეაფასეს.