შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანი ბუკიკიოს განცხადებას პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ
26.07.2017
უკან დაბრუნება
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე იქნას განხორციელებული, პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოში დღეს ურთიერთბრალდებები ისმოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია არ არის მზად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული.