გოგი წულაია მოქალაქე ცისანა ბალავაძეს ხარდაჭერას უცხადებს
25.07.2017
უკან დაბრუნება
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მოქალაქე ცისანა ბალავაძეს ხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს სარეზერვო ფონდიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით თანხები გამოყოს.ქუთაისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა,იპოთეკით გამოსახლებულმა ცისანა ბალავაძემ ერთჯერადი დახმარების თხოვნით მერიას ივლისის დასაწყისში მიმართა,თუმცა მისი თხოვნა ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილებულა.მერიის ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს,რომ ბალავაძის ბრალდება უსაფუძვლოა,რადგან მას ერთჯერადი დახმარება გასულ და მიმდინარე წლებში მიღებული აქვს.