თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინის დელეგაციას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლა
24.07.2017
უკან დაბრუნება
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინის დელეგაციას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლა.ქალაქ ართვინის მერი მაჰმედ ქოჯათეფი პარალელურად ევროპის საბჭოში,თურქეთის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წარმომადგენელია.სტუმრებს შორის იყვნენ ართვინის საკრებულოს დეპუტატები.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობა მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს,მეორე საჯარო სკოლასა და ართვინს შორის.