1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 39 თეთრი გახდა
21.07.2017
უკან დაბრუნება
1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 39 თეთრი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულებამ სწორედ ამ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ვალუტის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ექსპორტის მატებას უკავშირებს ეკონომისტთა ნაწილი, რამაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის რაოდენობა გაზარდა.