ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ლაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა
20.07.2017
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ლაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა.მაყურებლის წინაშე სცენაზე ლაზი და თურქი შემსრულებლები წარსდგნენ.მათ ქუთაისელ მაყურებელს ქართული,მეგრული და ლაზური სიმღერები შესთავაზეს.საღამოზე ბაიარ შაჰინ გუნდარიძესთან ერთად მისი სამი ქალიშვილიც წარსდგა.ჯგუფმა სახელწოდებით „სამი და“ მაყურებელს მუსიკალური ნომრები ძირითადად ქართულ ენაზე შესთავაზა.სიმღერის პარალელურად მათ ქართული ენისა და ფოლკლორის სიყვარულზე ისაუბრეს.კონცერტი მერიის დაფინანსებით და საკრებულოს დეპუტატის ირმა პეტრიაშვილის ორგანიზებით გაიმართა.