მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა
15.07.2017
უკან დაბრუნება
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.ბრატისლავას ოპერის თეატრის სოლისტმა აკაკი იოსელიანმა იმ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა,რომლებიც არასაკმარისი დაფინანსების გამო სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ვერ აგრძელებენ.ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი,საოპერო მომღერლები და თვითმმართველობა ამ ბავშვების გამოსაჯანმრთელებლად გაერთიანდნენ.გაყიდული ბილეთებიდან და შემოწირულობებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.საღამოზე ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.