შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა ხდება ქუთაისის N4 პოლიკლინიკაში ?
17.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკას უკვე ოთხი თვეა ახალი დირექტორი ჰყავს.პოლიკლინიკის თანამშრომლების სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით.განცხადებაში,ნათქვამია რომ ირაკლი ბრეგაძე დანიშვნის დღიდან ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე,დაცინის და აბუჩად იგდებს ადამიანებს,ასევე წერია ,რომ სამსახურიდან გაათავისუფლა და ხელფასები დაუკლო თანამშრომლებს.მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, განცხადების ავტორებმა ვინაობის დაფიქსირება არ ისურვეს.აღნიშნულის გადამოწმებას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა.როგორც აღმოჩნდა პოლიკლინიკის ქოლექტივი ახალი დირექტორით კმაყოფილია და მასზე, როგორც დადებით და კომუნიკაბელურ პიროვნებაზე საუბრობენ.