„სახელმწიფო და რელიგია“ წიგნის პრეზენტაცია დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12.07.2017
უკან დაბრუნება
„სახელმწიფო და რელიგია“ წიგნის პრეზენტაცია დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემულ წიგნში თავმოყრილია სტატიები თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს იდეისა და სახელმწიფოში რელიიის მნიშვნელობაზე. წიგნი „სახელმწიფო და რელიგია“ პირველი კრებულია,რომელიც უნივერსიტეტში საპრეზიდენტო პროექტების განხორციელების შემდეგ დაიბეჭდა,რაც მიზნად ისახავდა ფილოსოფიური მეცნიერების და კვლევის განვითარების ხელშეწყობაზე.წიგნი პირვე ეტაპზე 250-იანი ტირაჟით,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა.