აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიეტეტში TEMRUS-ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
11.07.2017
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიეტეტში TEMRUS-ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.კონფერენციის თემა „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ იყო.შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს,რაც ტრანსნაციონალური განათლების,ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების,ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს მოიცავს.კონფერენციაში იუნესკოს,სომხეთის,ინგლისის და საფრანგეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და კავკასიის უნივერსიტეტი იყო ჩართული.კონფერენცია ორ დღიანია და ხვალ დასრულდება.