მერიის მიერ ორგანიზებულ ბანაკში,რომელიც დაბა ურეკში მოეწყო 12 ლატვიელი ახალგაზრდა დაისვენებს
11.07.2017
უკან დაბრუნება
მერიის მიერ ორგანიზებულ ბანაკში,რომელიც დაბა ურეკში მოეწყო 12 ლატვიელი ახალგაზრდა დაისვენებს.რიგიდან ჩამოსულ სტუმრებს ბათუმის აეროპორტში ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ.ლატვიელები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ურეკში 8 დღეს დაჰყოფენ.საბანაკო ცხოვრების გარდა ისინი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.სტუმრები ქართველ ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან,რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდე უფრო გააღრმავებს.