მდინარე "ჩხარას" ადიდების გამო გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი უკვე მეორედ ჩაინგრა
16.11.2015
უკან დაბრუნება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. მდინარე "ჩხარას" ადიდების გამო გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი უკვე მეორედ ჩაინგრა. სტიქიის ზონაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგება.
იმერეთის რეგიონში მეექვსე დღეა უამინდობაა, რის გამოც ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.