2 დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მაისურაძის ქუჩა დაიტბორა
08.07.2017
უკან დაბრუნება
2 დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მაისურაძის ქუჩის მონაკვეთი,რომელზეც ასფალტის საფარი ახლახანს დაიგო,დაიტბორა.მოსახლეობა აცხადებს,რომ ყოველი წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელია,წვიმის წყალი პირველ სართულზე განთავსებულ ობიექტებშიც შედის .მოსახლეობა მიზეზად გაუმართავ სანიაღვრე სისტემას ასახელებს.ისინი პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ და ამბობენ,რომ ასფალტის დაგებამდე მაისურაძის ქუჩაზე წვიმიან ამინდში მანქანების და ფეხითმოსიარულეების გადაადგილება შეუფერხებლად იყო შესაძლებელი.ქუთაისის მერიაში აცხადებენ,რომ ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.