აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას წელს მერვედ უმასპინძლა
08.07.2017
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას წელს მერვედ უმასპინძლა.ამჯერად,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ საკონფერენციო თემად „ინტერნეტი და საზოგადოება“ იყო.წარდგენილ სამეცნიერო ნაშრომების განხილვას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერები და პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.მათ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე,პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს.ასევე,ანალიზი გაუკეთეს იმ 60 სამეცნიერო სტატიას,რომელზეც მონაწილეებმა იმუშავეს.