შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მიერ ხორციელდება პროექტი „მშვიდად საჭესთან ქალია“
07.07.2017
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მიერ ხორციელდება პროექტი „მშვიდად საჭესთან ქალია“.პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“. ტრენინგ-სემინარები საქართველოს 4 ქალაქში თბილისში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში იმართება.ამჯერად შეხვედრა ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შედგა.მათ ინფორმაცია მიეწოდათ ახალ 100 ქულიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.სემინარი 2 დღეს გასტანს,ასევე დარიგდება საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები.