დღეიდან მართვის მოწმობის ქულათა სისტემა ამოქმედდა
01.07.2017
უკან დაბრუნება
დღეიდან მართვის მოწმობის ქულათა სისტემა ამოქმედდა.მართვის მოწმობას ქულები 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება.საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება,ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან შესაბამისი ქულის ჩამოკლებას გამოიწვევს.მართვის მოწმობაზე დარიცხუოლი ქულების ჩამოკლება ვიდეოჯარიმის შემთხვევაში არ მოხდება.ის მხოლოდ მაშინ იმოქმედებს თუ მძღოლს კანონდარღვევის შემთხვევაში პატრულის თანამშრომელი გააჩერებს და დააჯარიმებს.საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტის წევრები ეხმაურებიან.უმრავლესობისგან განსხვავებით ქულათა სისტემის ამოქმედებას ოპოზიცია აკრიტიკებს.