თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
16.11.2015
უკან დაბრუნება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,მდინარე ჩხარას ადიდების გამო,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაირთო. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო,უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე,ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოყვეყნებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.