კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეხუთე ტური ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის ”ქუთაისი-2010”-სა და სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი ”ოლიმპის” შეხვედრით გაიხსნა.შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო.პირველი მეოთხედი მათივე გამარჯვებით ანგარიშით 14:10 დასრულდა.
მეორე მეოთხედში ”ქუთაისი-2010”-მა თამაში გამოასწორა,ანგარიში ჯერ გაათანაბრა,შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით -39:38 გავიდა.მატჩის მიწურულს მასპინძლებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება,გაიმარჯვეს 71:64 და მეხუთე ტურის დასრულებამდე ჯერ-ჯერობით ერთპიროვნული ლიდერები არიან.