საფრანგეთში გამართულ ტერაქტებს მშვიდობიანი აქციით ქუთაისში გამოეხმაურნენ. "ვილოცოთ საფრანგეთისთვის" , არა ტერაქტს ,, - ამ სლოგანით "ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტი დაგმეს და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციას ქუთაისში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეურთდნენ.