დღეს ქუთაისის სპორტის სასახლე ,ზაურ შეყრილაძისა და მურად დოხტურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების რამდენიმე გუნდები მონაწილეობენ. ზაურ შეყრილაძე საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი,მრავალგზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი იყო. მურად დოხტურაშვილი კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და დავით გობეჯიშვილის აღმზრდელი იყო.ტურნირი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცემათ.