სტიქიამ პრობლემები ქუთაისშიც შექმნა.
მწვანე ყვავილას ქუჩაზე გადაუღებელი სამდღიანი წვიმების შედეგად პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზიანა და საფრთხე შეუქმნა ორ საცხოვრებელ სახლს. ერთ- ერთი კერძო სახლის საყრდენი კედელი მთლიანად ჩამოინგრა.
ავტოქარხნის დასახლებაში კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა,რამაც სარდაფები და ავტოფარეხები დატბორა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ქუთაისის მერი მივიდნენ. შოთა მურღულია ს განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს.