შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ შეფერხებებია
13.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალურ ავტოსადგურში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გამო ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ შეფერხებებია.რეისების ნაწილი ვერ სრულდება,ნაწილი კი დაგვიანებით. თერჯოლასთან დაზიანებული გზა ჯერ აღდგენილი არ არის,მძღოლები შემოვლითი გზით მოძრაობენ,რასაც შექმნილი საცობები ემატება, რის გამოც ზესტაფონიდან ქუთაისამდე ჩამოსასვლელად მძღოლებს საათნახევარი სჭირდებათ.როგორც ავტოსადგურში აცხადებენ , მგზავრები მაქსიმალურად ცდილობენ გადაადგილებისგან თავი შეიკაონ ,ამიტომ მათი ნაკადი საგრძნობლადაა შემცირებული.