შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მდინარე ჩხარის ადიდებას გზის დაზიანება მოჰყვა
12.11.2015
უკან დაბრუნება
ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა წუხანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. უხვი ნალექის შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე მდინარე ჩხარის ადიდების გამო გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი მოწყდა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია და აღნიშნული მონაკვეთი დაიკეტა. მოძრაობა კი ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის გზაზე გადაერთო, აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა . დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება. შემთხვევის ადგილზე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე იმყოფებოდა.