სამაშველო ოპერაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში
12.11.2015
უკან დაბრუნება
სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა , რომელიც ადიდებულ მდინარეში იყო მოყოლილი. მდინარე ხანისწყალი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდა და ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მაშველებმა მისი გადარჩენა და წყლიდან გამოყვანა რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოახერხეს.