შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს აღნიშნავს
12.11.2015
უკან დაბრუნება
16 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყობა პოეტის ცხოვრების მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაციები.. საღამოს დასკვნითი ნაწილი კი აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენა იქნება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მხარდამჭერი ქუთაისის მერია. 2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის დაბადებიდან 175 წელი, ხოლო გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა.