საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსი მონაწილე ჯარისკაცები,რომლებსაც ფიზიკური ტრამვები მიიღეს,საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.ინიციატივა დეპუტატებს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გააცნო. მისი განმარტებით სამინისტრო გარკვეულ შეღავათებზე მუშაობს,რომელიც ჯარისკაცებისა და მისი ოჯახების წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ დღეს კომენტარი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესაძლო გაუქმებაზეც გააკეთა. როგორც ბესიკ ლოლაძემ განმარტა, სავალდებულოდან საკონტრაქტოზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.