გზისა და წყლის სისტემის რებილიტაცია ხარაგაულში
10.11.2015
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში 2.5 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბაზალეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ასევე , დაბა ხარაგაულში რამდენიმე ათეული აბონენტისთვის 24 საათიანი წყალმომარაგების რეჟიმი ამოქმედდა. მოსახლეობას წყალი 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდა. სისტემის მოწყობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 173 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული სისტემიდან წყალი ხარაგაულის ახალ ამბულატორიასა და მშენებარე საავადმყოფოსაც მიეწოდება.