შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იშვიათ და უნიკალურ გამოცემთა ახალი კოლექციის პრეზენტაცია უნივერსიტეტში
10.11.2015
უკან დაბრუნება
საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ და უნიკალურ გამოცემთა ახალი კოლექციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ტარდება და მიზნად უნიკალური ნამუშევრების პოპულარიზაციას ისახავს. გამოფენა, სამკითხველო დარბაზსა და ბიბლიოთეკის ფოიეში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.