შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა
10.11.2015
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში სულხან - საბას დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღის ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რკინაბეტონის კონსტრუქცია და ღობე. ამდრომდე უცნობია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. მძღოლმა სავარაუდოდ შემთხვევის ადგილი მიატოვა. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ქუთაისის საპატრულო პოლიციამ. ინფრასტრუქტურის განვითარების, სამსახურის უფროსის თქმით ახლადაშენებული ბაღი ერთ კვირაში უნდა გახსნილიყო. თუმცა ისინი სწრაფად მოახდენენ ღობის აღდგენას, ხოლო სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს კი დანაშაულში მხილებული დაფარავს. ქუთაისში ორი ახალი ბაღი აშენდა , რამდენიმე ბაღზე კი მიშენება მიმდინარეობს, ასევე 31-ე ბაღს რეკონსტრუქცია უტარდება. სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.