შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხონის მუნიციპალიტეტში თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა
09.11.2015
უკან დაბრუნება
ხონის მუნიციპალიტეტში თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. სრულად გარემონტდა 1000 კვ. მ. ფართობის შენობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც გარე ფასადს, ასევე ინტერიერს: სცენას, პარტერს, საგრიმიოროებსა და ადმინისტრაციულ ოთახებს. შენობაში თანამედროვე სტანდარტების გათბობისა და განათების სისტემებიც დამონტაჟდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 900 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებულ შენობაში ხონის თეატრის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო.